დამასკოში, სროლის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

სირიის დედაქალაქ დამასკოში მორიგი ინციდენტი მოხდა. ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ტერორისტებმა, ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გახსნეს. შემთხვევა კადამის კვარტალში მოხდა.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, ინციდენტის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ოთხმა, – დაზიანებები მიიღო. ადგილობრივი პოლიციის თქმით, სროლა ქალაქის სამხრეთით მდებარე ბაიადერ ნადერის რაიონში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები