ნატო-ს მინისტერიალზე, იენს სტოლტენბერგმა, რუსეთთან დაკავშირებით ისაუბრა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, მიმდინარე მინისტერიალზე, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, მიუხედავად რუსეთთან არსებული დაძაბულობისა, დიალოგი მაინც უნდა გაგრძელდეს.

მან აღნიშნა, რომ ნატო და რუსეთი ცივი ომის პირობებში აღარ იმყოფებიან, თუმცა ამ ურთიერთობებს ის პარტნიორულს მაინც ვერ დაარქმევს. მისი თქმით, მხარეები ამჟამად ისეთ სიტუაციაში აღმოჩდნენ, როგორსაც ადრე ადგილი არ ჰქონია.
„ჩვენ აღარ ვიმყოფებით ცივი ომის პირობებში, თუმცა, სტრატეგიულ პარტნიორობაზეც თავს ვერ დავდებთ. ცივი ომის შემდეგ, ჩვენ ვეცადეთ ურთიერთობები დაგველაგებინა, თუმცა, ახლა სრულიად სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდით“,- აღნიშნა მინისტერიალზე იან სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები