ჩინეთში სკოლის შვიდი მოსწავლე მოკლეს – არიან დაშავებულები (ვიდეო) 

ჩინეთში, შენსის პროვინციაში, უცნობი მამაკაცი საშუალო სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხა. შედეგად, 7 მოსწავლე გარდაიცვალა, 12-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. შემთხვევის შესახებ, ინფორმაციას ჩინური მედია-საშუალებები იუწყებიან.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა მოულოდნელად მოხდა, მაშინ, როდესაც ბავშვები სახლისკენ მიემართებოდნენ.

ამ დროისათვის დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

თავდასხმის მსხვერპლები სასწრაფო დახმარების ბრიგადებით უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები