ნატო კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე სამიტის შედეგებს მიესალმება

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე სამიტის პირველი რაუნდის შედეგებს მიესალმება.

„პირველ რიგში, მივესალმებით იმას, რომ ეს შეხვედრა შედგა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, არსებული კრიზისის დასარეგულირებლად. ამის მიუხედავად, პირველ ნაბიჯს უდიდესი ნიშვნელობა ენიჭება“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე განაცხადა.

რამდენიმე საათის წინ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში, სადაც მიმდინარე სამიტის ფარგლებში, მოლაპარაკებები გამართეს. კიმ ჩენ ინი პირველი ლიდერია ჩრდილოეთ კორეიდან, რომელმაც ორი ქვეყნის გამყოფი ზოლი გადაკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები