ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები სამომავლოდ გაერთიანების პერსპექტივებს განიხილავენ

„სამხრეთ კორეა და ჩრდილოეთ კორეა ურთიერთობების გაუმჯობესებას მომავალშიც გააგრძელებენ“, – აღნიშნულია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც მიმდინარე სამიტის ფარგლებში, კიმ ჩენ ინმა და მუნ ჯაე ინმა ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ჩრდილოეთი და სამხრეთი მომავალშიც გააგრძელებენ ყველა სფეროში ურთიერთობების გაუმჯობესებას, რითაც კიდევ უფრო რეალური გახდება ერთობლივი აღმშენებლობა და გაერთიანება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რამდენიმე საათის წინ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში, სადაც მიმდინარე სამიტის ფარგლებში, მოლაპარაკებები გამართეს. კიმ ჩენ ინი პირველი ლიდერია ჩრდილოეთ კორეიდან, რომელმაც ორი ქვეყნის გამყოფი ზოლი გადაკვეთა.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, კიმ ჩენ ინმა კონფრონტაციის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა, ხოლო მუნ ჯაე ინმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის ინიციატივა გააჟღერა.
დღის მანძილზე მხარეები მთელი რიგი საკითხების განსახილველად ემზადებიან. საკითხებს შორისაა კონფრონტაციის დასრულება, მშვიდობის გაძლიერება რეგიონში და ორი ქვეყნის აღშენებლობის საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები