ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მთელ რიგ საკითხებზე, შეთანხმებას მიაღწიეს

სამხრეთ კორეული მედია-საშუალებები კიმ ჩენ ინსა და მუნ ჯაე ინს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის დეტალებზე ალაპარაკდნენ.

ცნობილი ხდება, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, ერთობლივ დეკლარაციას, უკვე ხელი მოაწერეს და მთელ რიგ საკითხებზეც შეთანხმდნენ.

არსებული ინფორმაციით, მხარეები, იძულებით დაშორებულ ნათესავებს და ოჯახის წევრებს, რომლებიც გამყოფი საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, ერთმანეთს შეახვედრებენ. უკვე ცნობილი ხდება შეხვედრის თარიღიც. სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ნათესავებსა და ოჯახის წევრებს ერთმანეთის ხილვის შესაძლებლობა 15 აგვისტოს მიეცემათ.

სამიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, მხარეები ყველა სფეროში თანამშრომლობის დაწყებაზეც შეთანხმდნენ და ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლებლობაც განიხილეს.

ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის არსებული ურთიერთბები ბოლო წლებში უკიდურესად დაიძაბა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ, არსებობის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური ბირთვული გამოცდა მოაწყო და ახალი ბალისტიკური რაკეტების შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა, რამაც მთელი მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია და შედეგად ქვეყანას უმკაცრესი სანქციები დაუწესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები