სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯაე ინმა, სამიტის შედეგების თაობაზე, ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს.

ისტორიული შეხვედრის გამართვის შესახებ, მედიაში ინფორმაცია რამდენიმე კვირით ადრე გავრცელდა, რასაც მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ელოდა. შეხვედრაზე მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების დარეგულირებაზე და მშვიდობის დამყარებაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები