სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, სულ მალე, ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ამ წუთებში, ორი ქვეყნის მეთაურები ერთობლივი განცხადების დეტალებზე თანხმდებიან.
მედიით ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, ერთობლივ შეთანხმებას მიაღწიონ გარკვეულ საკითხებში, რასაც დღესვე მოაწერენ ხელს.
დღეს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, ისტორიის მანძილზე პირველად, გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და სამხრეთ კორეის დემილიტარიზებულ ზონაში გადავიდა მუნ ჯაე ინთან შესახვედრად. ამ წუთებში, ორი ქვეყნის მეთაურები ურთიერთობების გაუმჯობესების და კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამკვიდრების საკითხებზე მსჯელობენ.