სომხეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა, კარენ კარაპეტიანმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

სომხეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა, კარენ კარაპეტიანმა ქვეყნის რადიკალური ოპოზიციის ლიდერ, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. კარაპეტიანის განცხადებით, მას ოპოზიციასთან მოლაპარაკებები უპერსპექტივოდ ეჩვენება.
„პრემიერს მიაჩნია, რომ როდესაც მოლაპარაკებების დროს, ერთი მხარე მეორეს, საკუთარ პირობებს კარნახობს, ხოლო მეორე მხარისგან არანაირი შემოთავაზებები არ აინტერესებს, ასეთი შეხვედრა მოლაპარაკებების ფორმატად არ შეიძლება ჩაითვალოს“- განაცხადა სომხეთის მინისტრთა კაბინეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მან იქვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგება, როდესაც მხოლოდ იმისთვის ტარდება, რომ ეს კამერებმა დააფიქსირონ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კარენ კარაპეტიანი მოსკოვში გაემგზავრა სამუშაო ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა და სომხეთში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები