სომხეთში, ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას კენჭს პირველ მაისს უყრიან

სომხეთის მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს 30 აპრილამდე დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას
ადგილობრივი მედია პარლამენტის ვიცე-პრემიერ ედუარდ შარმაზანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე განმარტებით, 30 აპრილამდე მმართველი გუნდი ახალ კანდიდატურაზე იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც გამოიტანს. ხოლო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მსჯელობა და მისი დამტკიცება, სავარაუდოდ, პირველ მაისს, საგანგებო სხდომაზე მოხდება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პირველი ვიცე-პრემიერი, კარენ კარაპეტიანი მოსკოვში კონსულტაციებზე გაემგზავრა. მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინვე კარაპეტიანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა და სომხეთის კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით მასთან საქმიანი მოლაპარაკება აწარმოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები