ირანის სულიერმა ლიდერმა მუსულმანურ სახელმწიფოებს აშშ-ის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ მუსულმანურ სამყაროს, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
“ირანის სახელმწიფო, უკვე წლებია, წარმატებით ახერხებს აშშ-თან გამკლავებას და ბრძოლას შემდგომშიც გააგრძელებს. ყველა მუსულმანური სახელმწიფო აუცილებლად უნდა გაერთიანდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა მტრებთან საბრძოლველად”-განაცხადა აიათოლა ალი ჰამენეიმ.
ირანელი პოლიტიკოსების რისხვა ტრამპის გამონათქვამმა გამოიწვია, როდესაც მან აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები ამერიკის გარეშე ერთ კვირაში ჩამოიშლებოდა.
ჰამენეის განცხადებით, მსგავსი განცხადებები მუსულმანური სამყაროსთვის შეურაცხმყოფელია. მან ასევე აღნიშნა, რომ გულდასაწყვეტია, როდესაც ორი მუსულმანური სახელმწიფო ერთმანეთს ერბრძვის, რაშიც მან ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაძაბული ურთიერთობები იგულისხმა.