ვენესუელაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვენესუელაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა. აფეთქება ქალაქ სან ანტონიო-დელ-ტაჩირაში მოხდა, რომელიც ქვეყნის საზღვარზე მდებარეობს. არსებული ინფორმაციით, ქალაქში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაცია მოხდა.
დაშავებულთა შორის ერთ-ერთი, 10 წლის ბავშვია. ყველა მათგანი უკვე სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
აფეთქება ადგილობრივი მთავრობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები და გამნაღმველები არიან მობილიზებულნი.