ავღანეთში “თალიბანის” მებრძოლებმა 13 სამხედრო მოკლეს
რადიკალური მოძრაობა “თალიბანის” მებრძოლებმა მინიმუმ 13 პოლიციელი მოკლეს ავღანეთში. შემთხვევა, ქვეყნის ჩრდილოეთით, პროვინცია კუნდუზში მდებარე ერთ-ერთ ბლოკპოსტზე მოხდა.
თავდასხმა ბლოკპოსტზე გვიან ღამით განხორციელდა. შედეგად, 13 სამხედრო გარდაიცვალა, ხოლო ცხრამ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მედიასთან ოფიციალურად დაადასტურა, შეტაკების შედეგად 13 სამხედროს გარდაცვალება. მან ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რადიკალური მოძრაობა “თალიბანის” ლიდერებმა საგაზაფხულო თავდასხმები დააანონსეს.