სომხეთის ვიცე-პრემიერი მოსკოვში გაემგზავრა

სომხურ მედიაში გავრელებული ინფორმაციით, ქვეყნის ვიცე-პრემიერი არმენ გევორქიანი, კონსულტაციების მისაღებად, მოსკოვში გაემგზავრა.
“ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი არმენ გევორქიანი, დღეს დილით, სამუშაო ვიზიტით, რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ის დღესვე სამშობლოში დაბრუნდება”,- ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
სომხეთში საპროტესტო აქციები 13 აპრილიდან იმართება. აქციის მონაწილეები და რადიკალური ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მინისტრთა კაბინეტის შეცვლას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები