ერევანში, აქციის მონაწილეებმა ხიდი გადაკეტეს

ამ წუთებში ერევანში მასობრივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში მომიტინგეებმა დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ხიდი უკვე გადაკეტეს და ადგილზე ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის მისვლას ელოდებიან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა სამართალდამცველები ჯერჯერობით აქციაზე მიმდინარე პროცესებს შორიდან აკვირდებიან. აქციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, რომ ქალაქში მოძრავი ტრანსპორტი 20 წუთის მანძილზე შეწყვეტს მოძრაობას.
საპროტესტო აქციების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი დაინიშნა. 11-დღიანი საპროტესტო აქციების შედეგად, სარგსიანი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. ამჟამად მომიტინგეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მანამდე დროებითი მინისტრთა კაბინეტის დანიშვნას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები