ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 მოსწავლე გარდაიცვალა

ინდოეთის კუშინაგარის პროვინციაში სკოლის მოსწავლეებით სავსე მიკროავტობუსს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა.
შეჯახების შედეგად გარდაცვლილია 13 მოსწავლე, ხოლო მიკროავტობუსის მძღოლი და 4 მოსწავლე საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
ადგილობრივი ხელისუფლების მმართველმა დაღუპულთა ოჯახებს უკვე გამოუცხადა სამძიმარი და საქმის სწრაფ გამოძიებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები