აშშ-ში სერიული მკვლელი და მოძალადე დააკავეს, რომელიც ყოფილი პოლიციელი აღმოჩნდა (ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ საკრამენტოს პოლიციამ სერიული მკვლელი და მოძალადე დააკავა. სპეცოპერაცია სამართალდამცველებმა ქალაქ საკრამენტოში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს.
დაკავებულია 72 წლის ჯეიმს დიანჯელო, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში მთელი კალიფორნიის შტატს ატერორებდა. სამართალდამცველები შოკირებულები აღმოჩდნენ, როდესაც ეჭვმიტანილის წარსულის შესახებ შეიტყვეს.
სერიული მკვლელი ჯეიმს დიანჯელო საკრამენტოს პოლიციის ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელიც წლების მანძილზე სამართალდამცავ ორგანოებში იყო დასაქმებული. პოლიციამ მისი ბრალეულობის დადგენა “დნმ”-ის ნიმუშების მეშვეობით შეძლო.
ჯეიმს დიანჯელო ათეული წლების მანძილზე მარტოხელა ქალბატონების კუთვნილ ბინებში იჭრებოდა, მათზე ძალადობდა შემდეგ კი მხეცურად კლავდა.
სამართალდამცველებმა ჯეიმს დიანჯელოს 8 მკვლელობისთვის და არაერთი გაუპატიურებისთვის ბრალი უკვე წაუყენეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დიანჯელო მსხვერპლთან მყოფ სტუმრებს თოკით აბამდა და ძალადობის ყურებას აიძულებდა.
ამ დროისთვის 72 წლის ყოფილი პოლიციელი პენიტენციურ სისტემაშია გადაყვანილი.