ებრაელი ჯარისკაცების მიერ დაჭრილი პალესტინელი ჟურნალისტი გარდაიცვალა
პალესტინელი ჟურნალისტი, რომელიც ღაზას სექტორში მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას ებრაელმა ჯარისკაცებმა დაჭრეს, ექიმების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
24 წლის აჰმედ აბუ ჰუსეინის ღაზას ალ-შააბის რადიოში მუშაობდა. ის ღაზას სექტორში მდებარე ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე დაპირისპირების გასაშუქებლად სპეციალური ჟილეტით წავიდა, რაზეც გარკვევით ეწერა, რომ ის მედიის წარმომადგენელი იყო. თუმცა, ადგილზე მომხდარი არეულობისას ტრაგიკული შემთხვევა მაინც მოხდა.
ის ღაზადან მაშინვე გადაიყვანეს ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში, შემდეგ კი იერუსალიმში, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე აჰმედ აბუ ჰუსეინი უკვე მეორე ჟურნალისტია, რომელიც ებრაელმა სამხედროებმა მოკლეს.