ქაბულში მორიგი აფეთქება მოხდა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სამი დღის წინ ქაბულში ამომრჩეველთა რეგისტრაციის შენობის მიმდებარედ რამდენიმე თვითმკვლელმა ერთდროულად აიფეთქა თავი. რის შედეგადაც 60 ადამიანი გარდაიცვალა.
ავღანეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გამო, რელიგიური ექსტრემისტები სულ უფრო და უფრო გააქტიურდნენ, ხოლო ტერაქტების ტალღამ უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.