დანიელმა გამომგონებელმა ჟურნალისტი ქალი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი თავი მოკვეთა

კოპენჰაგენის სასამართლომ დანიელ გამომგონებელ პიტერ მადსენს, უვადო პატიმრობა, შვედი ჟურნალისტის, კიმ ბალის მკვლელობისთვის მიუსაჯა.

როგორც კოპენჰაგენის პროკურორმა იაკობ ბუხ იეპსენმა აღნიშნა, მსგავსი სახის გადაწყვეტილებას დანიის სასამართლო მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იღებს.

თავდაპირველად მადსენმა განაცხადა, რომ მის ხომალდზე, ჟურნალისტი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა, მოგვიანებით, პოლიციამ ზღვაში ქალის გვამი იპოვა, რომელსაც თავი და კიდურები მოკვეთილი ჰქონდა.

მადსენის თავის მართლების და არაერთგზის ჩვენების შეცვლის მიუხედავად, პოლიცია მის ბრალეულობაში საბოლოოდ მაშინ დარწმუნდა, როდესაც მადსენის კომპიუტერის მყარ დისკზე ჟურნალისტი ქალის წამების, თავის მოკვეთისა და გვამის დაწვის ამსახველი ფოტო და ვიდეო-მასალა აღმოაჩინა.

კოპენჰაგენის პროკურორის განცხადებით, მადსენმა იმდენჯერ შეცვალა ჩვენება, რომ გამოძიებამ მის მიმართ ყოველგვარი ნდობა დაკარგა.

ფსიქიატრებმა კი, დაკავებულის შემოწმების შემდეგ განაცხადეს, რომ მას გარკვეული ფსიქოლოგიური გადახრები აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები