მექსიკის ტურიზმის მინისტრი მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას ითხოვს

მექსიკის ტურიზმის მინისტრს მიაჩნია, რომ მარიხუანის ლეგალიზება, მის ქვეყანაში არსებულ კრიმინალური მდგომარეობის სტაბილიზაციას უზრენველყოფს. მინისტრის აზრით, ცვლილება ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებზე განსაკუთრებით აისახება.
მექსიკის ტურიზმის მინისტრმა, ენრიკე დე ლა მადრიდმა, ეს მოსაზრება უკვე რამდენჯერმე გაჟღერა. მას მიაჩნია, რომ ჩამოსული ვიზიტორები ბევრად უფრო საფრთხეში იგდებენ თავს, როდესაც მარიხუანას შესაძენად არალეგალურ გზებს მიმართავენ. დე ლა მადრიდის აზრით, თუ ვიზიტორებს მარიხუანას ლეგალურად ყიდვის საშუალება ექნებათ, მათი უსაფრთხოება ბევრად დაცული იქნება. ტურიზმის მინისტრს აფთიაქები, მარიხუანას გასაყიდად, ყველაზე ოპტიმალურ დაწესებულებად მიაჩნია.
როგორც ცნობილია, 2017 წელს, მექსიკამ, ადგილობრივი მოსახლებისთვის, სამედიცინო თვალსაზრისით მარიხუანას მოხმარება დაუშვა. თუმცა, მარიხუანას რეალიზაცია კვლავაც დასჯადია. 2017 წელს ასევე ცნობილი გახდა, რომ მექსიკის კურორტებზე კრიმინალმა კიდევ უფრო იმატა. ამის მიზეზად კი ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის გავლენის სფეროების გადანაწილების მიზეზით მომხდარი გარჩევები სახელდება.
გასულ წელს მექსიკაში ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ჩავიდა და წლის ბოლოს 38 მილიონიან ნიშნულზე გაჩერდა. არსებული პროგნოზებით კი, წელს მექსიკაში 42 მილიონამდე ადამიანს ელიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები