მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი, სირიაში პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე, ქვეყნის აღდგენას ხელს არ შეუწყობს

გაეროსა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე, ფედერიკა მოგერინიმ სირიის საკითხზე კომენტარი გააკეთა.
„ევროკავშირი, სირიაში პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე, ქვეყნის აღდგენას ხელს არ შეუწყობს, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ის სიამოვნებით დაუჭერს მხარს ერთიან, მშვიდობიან სირიას, რომელიც პოლიტიკის რეგულირების გზით ივლის.

მოგერინიმ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკვე გამოყო 11 მილიარდ ევროზე მეტი სირიის მოსახლეობისა და დევნილების დასახმარებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები