ტრამპი კვლავ ირანს უპირისპირდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანთან არსებულ ბირთვულ შეთანხმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ირანის მიერ ბირთვული პროგრამის განახლება, ირანსვე შეუქმნის პრობლემებს. „თუ ირანი განაახლებს თავის ბირთვულ პროგრამას, მას გაცილებით მეტი პრობლემა შეექმნება, ვიდრე ოდესმე ჰქონია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან დადებულ შეთანხმებას „საშინელი“ უწოდა.

„ჩვენ საშინელი შეთანხმება დავდეთ, მაგრამ მოგვიწევს მისი განხილვა. ეს საშინელი შეთანხმება არასდროს უნდა დაგვედო. შეგვეძლო ნორმალური შეთანხმება შეგვემუშავებინა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

2015 წლის ივლისში ირანმა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ, ირანის ბირთვული პროგრამის დარეგულირების შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ირანისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა.

დონალდ ტრამპის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება ირანს ხელს არ შეუშლის ბირთვული იარაღის მოპოვებაში და მის შეცვლას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები