ნიგერიაში, ეკლესიაზე თავდასხმისას, 16 ადამიანი მოკლეს
ნიგერიაში, ეკლესიის მრევლზე თავდასხმის შედეგად, 16 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში მოხდა, სადაც სხვადასხვა ანკლავის მებრძოლები ხშირად სჩადიან მსგავს დანაშაულს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა, როდესაც მრევლი ეკლესიაში იკრიბებოდა.
„მთავრობა მსგავს ინციდენტებს რელიგიათა შორის მტრობის გაღვივების მცდელობად აფასებს, თუმცა ძალიან ცოტა კეთდება სიტუაციის გამოსასწორებლად“,- წერენ ადგილობრივი მედია-საშუალებები.
ნიგერიაში მსგავსი სახის თავდასხმები ხშირია. 2018 წლის იანვრის პირველ დღეებში, ექსტრემისტმა მებროლებმა, იგივე რელიგიური მოტივით, 73 ადამიანი მოკლეს.