პაკისტანმა ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ატაშეს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

პაკისტანის მთავრობამ ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ატაშეს სახელი და გვარი იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებსაც ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.
ცნობილია, რომ ამ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, ატაშეს ბრალეულობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მეორემ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, ამ საქმესთან დაკავშირებით, პრესკონფერენციაც ჩაატარა, სადაც განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების ატაშეს დაკავება ვერ მოხერხდება მისი დიპლომატიური იმუნიტეტის გამო, თუმცა მას ისლამაბადიდან გასვლა ეკრძალება.
„სასამართლო პროცესი ამ საქმეზე იმ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს, თუ ამერიკა სამხედრო-საჰაერო ძალების ატაშეს დიპლომატიურ იმუნიტეტს გააუქმებს“-განაცხადა პაკისტანის გენერალურმა პროკურორმა, რაჯა ხალიდ მეჰმუდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები