მექსიკაში სკოლის მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნეს – არიან დაჭრილები (ვიდეო)
მექსიკის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, 5 მოსწავლეა დაჭრილი. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტი ტამაულიპას შტატის ქალაქ სიუდად-ვიქტორიაში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სკოლის შენობას მანქანით ორი ქალბატონი და მამაკაცი მიუახლოვდა, რის შემდეგაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოზარდების მიმართულებით, ცეცხლი გახსნეს.
დაჭრილი მოზარდები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსწავლის მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიციამ, მომხდარიდან ცოტა ხანში, სამი ეჭვმიტანილი დააკავა, ხოლო კიდევ ორს, სამართალდამცველები ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ეძებენ.