ეგვიპტეში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში 30 ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა
ეგვიპტელმა სამხედროებმა, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, 30 რელიგიური ექსტრემისტი მოკლეს.
გარდაცვლილთა შორისაა ადგილობრივი ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერიც. ამის შესახებ ეგვიპტის შეიარაღებული ძალების ოფიციალური განცხადება იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ტერორისტების ლიკვიდაცია სინაის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიმდინარე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში განხორციელდა.
ეგვიპტის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ასევე წერია, რომ დაკავებულია 200 მებრძოლი, რომლებიც ტერორისტული აქტების მოწყობაში არიან ეჭვმიტანილები. ხანგრძლივი სპეცოპერაციის კოდური სახელია „სინაი-18“ და უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. 2018 წლის თებერვლიდან დღემდე, სპეცოპერაციის ფარგლებში, ეგვიპტელმა სამხედროებმა უკვე 200-მდე ტერორისტი გაანადგურეს.