კორეის ნახევარკუნძულზე დიდი მოლოდინები აქვთ
არსებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონსა და მის სამხრეთ კორეელ კოლეგას შორის, გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარასკევს ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება მას შემდეგ, რაც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან.
სამხრეთ კორეაში იმედს გამოთქვამენ, რომ დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრამდე, სამხრეთ კორეის ლიდერს მოინახულებს და მოლაპარაკებებს გამართავს,
„სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეის ლიდერს სატელეფონო ზარის მეშვეობით დაუკავშირდება. ფხენიანსა და სეულს შორის ჩანიშნული შეხვედრის შემდეგ, მხარეები ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შემდგარი შეხვედრის სავარაუდო შედეგებზე ისაუბრებენ და ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს გაუზიარებენ – ნათქვამია სამხრეთ კორეის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს პარასკევს, 27 აპრილს შეხვდებიან. მაისის ბოლოს კი აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდება.