ინდონეზიაში მომხდარი ხანძრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა
სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა ინდონეზიაში მომხდარი ხანძრის შედეგად.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი ნავთობის ჭაბურღილზე გაჩნდა, რომელიც უკანონოდ ფუნქციონირებდა. შემთხვევა აჩიხის პროვინციაში მოხდა, რომელიც ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი ჭაბურღილის გარშემო დაღვრილმა საწვავმა გამოიწვია.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ჯერ არაა ლიკვიდირებული და მისი გავრცელების არეალი სულ უფრო იზრდება.
ინდონეზიის საგანგებო სიტუაციის სამსახური ხანძრის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე და დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.