ზესტაფონში მერის ინიციატივით ველომარათონი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

ზესტაფონში, მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, სამოყვარულო ველომარათონი მოეწყო, რომელიც „ველოსიპედის დღეს“ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მიეძღვნა.

ზესტაფონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მარათონში მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები, თანამშრომლები, მოყვარული ველომრბოლელები, მოსწავლეები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის „ჯორჯიან მანგანეზი“, რომლის მხარდაჭერით და ფინანსური დახმარებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის იდეის განხორციელებაა შესაძლებელი. იდეა ზესტაფონში, ასლანიკაშვილის სახელობის სანაპიროზე ერთ-კილომეტრიანი, ორმხრივი ველობილიკის მოწყობას ითვალისწინებს. მარათონის დასრულების შემდეგ, ზესტაფონის მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ–გამაჯანსაღებელ ცენტრში, ველობილიკის იდეის პრეზენტაცია გაიმართა. მასში გათვალისწინებულია დასასვენებელი ადგილისა და ველოპარკინგის განთავსებაც. გამწვანების ზოლის მოწყობას კი, უშუალოდ „ჯორჯიან მანგანეზი“ და მისი სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები