სომხეთის პარლამეტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები დაადასტურა

სომხეთის პარლამეტის ვიცე-სპიკერმა, ედუარდ შარმაზანოვმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები 25 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ შარმაზანოვმა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
“დღევანდელ დღეს არ მინდოდა ამ თემაზე მესაუბრა. დეტალებს ხვალ შეგატყობინებთ”, -განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მედიის წარმომადგენლების მხრიდან დამატებით კითხვებზე კი შარმაზანოვმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ხვალისთვისაა ჩანიშნული.
პარლამენტარმა და რადიკალური ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ერევანში მდებარე რესპუბლიკის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გუშინ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მთვრობასთან ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლაზე ოთხშაბათს გაიმართებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრას ის პირადად ვიცე-პრემიერ კარენ კარაპეტიანთან ჩაატარებდა.
პირველად ფაშინიანმა მოლაპარაკებები სერჟ სარგსიანთან 23 აპრილს სცადა, თუმცა შეხვედრა მაშინ უშედეგოდ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები