პერუში, კანადის მოქალაქე ლინჩის წესით გაასამართლეს

პერუელი სამართალდამცველები კანადის მოქალაქის მკვლელობის საქმეს იძიებენ. უცხოელის გვამი სამართალდამცველებმა მიწის სამარხში იმ ადგილთან ახლოს აღმოაჩინეს, სადაც რამდენიმე დღით ადრე, ადგილობრივი ტომის შამანმა და სელიერმა მკურნალმა, 81 წლის ოლივია არევალო მოკლეს.
პოლიციის ხელთ არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი ტომის წარმომადგენლებმა კანადელს, მათი სულიერი მკურნალისა და შამანის მკვლელობაში დასდეს ბრალი და ლინჩის წესით მხეცურად გაუსწორდნენ.
41 წლის სებასტიან ვუდროფი პერუში ჰალუცინოგენური საშუალებებით მკურნალობის სასწავლად, რამდენიემე ხნით ადრე ჩავიდა. ის ამაზონის ტროპიკულ ტყეებში სულიერი მკურნალისა და ადგილობრივი ტომის შამანის მოწაფედ ითვლებოდა.
პერუელი სამართალდამცველების განცხადებით, აუცილებლად მოხდება ორივე მკვლელობის გამოძიება და მომხდარის გარემოებების დადგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები