მეუღლის დაკრძალვიდან მეორე დღეს ჯორჯ ბუში საავადმყოფოში მოათავსეს (ვიდეო)

მეუღლის, 92 წლის ბარბარა ბუშის დაკრძალვიდან მეორე დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში მოათავსეს.
93 წლის ბუში ჰიუსტონის ერთ-ერთ კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი ინფექცია გახდა, თუმცა მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება და გაუმჯობესების დინამიკაც შეიმჩნევა.
გავრცელებული ინფორმაციით ჯორჯ ბუშს ინფექციის გამო სეფსისი განუვითარდა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა. საბოლოოდ, ექიმებმა მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს.
ჯორჯ ბუშს ამერიკის პრეზიდენტის პოსტი 1989-1993 წლებში ეკავა. მანამდე კი, არაერთ მნიშვნელოვან პოსტს იკავებდა აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები