დიმიტრი პესკოვმა სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კრემლი სომხეთს თავის მოკავშირედ მიიჩნევს და ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებით მოხარულია.
მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში უკრაინის მსგავსი რევოლუციური განწყობა არ შეინიშნება.
პესკოვმა სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია არ შეიმჩნევა.
“იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება და დაპირისპირებული მხარეები შეთანხმების მიღწევას შეძლებენ”, – აღნიშნა მან.
ცნობისათის, სომხეთში საპროტესტო აქციების ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. 11-დღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად კი, ის გუშინ პოსტიდან გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები