ლავროვის აზრით, ამერიკა სირიიდან ჯარების გაყვანას არ აპირებს
დღეს, სერგეი ლავროვმა კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების სირიიდან გამოყვანის შესაძლებლობაზე.
მისი განცხადებით, მიუხედავად დაპირებებისა, ამერიკა სულაც არ აპირებს ქვეყნის დატოვებას.
ლავროვმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანამშრომლობის იმედს იტოვებს და სირიის საკიხთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ამერიკასთან შესაძლებელი გახდება.
სირიაში რუსეთის ქმედებების დაგმობის ფაქტს მსოფლიო ლიდერი სახელმწიფოების მეთაურების მხრიდან კი ლავროვმა “რუსოფობიული გამოხტომა” უწოდა.