ირანი ამერიკას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, არ გამოვიდეს ბირთვულ იარაღზე მიღწეული შეთანხმებიდან

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი, ჰუსეინ როუანი ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, კიდევ ერთხელ კატეგორიულად აფრთხილებს, არ გამოვიდეს ბირთვულ იარაღზე მიღწეული შეთანხმებიდან. როუანის განცხადებით, ამ ნაბიჯს ირანის მხრიდან “მძიმე შედეგები” აუცილებლად მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის 12 აპრილს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროპა არ იზრუნებს ირანთან მიღწეული შეთანხმების პირობების ჩასწორებაზე, ამერიკა შეთანხმებიდან გამოვა.
ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების თაობაზე შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან 2015 წელს დადო. აშშ-ს გარდა შეთანხმების ხელმომწერი ყველა სახელმწიფო თანახმაა დოკუმენტს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდეს და ძალისხმევა მასში ჩადებული პირობების შესრიულებაზე მიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები