ნიკოლ ფაშინიანი ხვალ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის და აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ქვეყანაში პრემიერის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
დღეს ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ხვალ აქვს დაგეგმილი შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რადგან დღეს ოპოზიცია მხოლოდ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მისვლით და პატივის მიგებით შემოიფარგლება.
“ხვალ 19:00 საათზე მიტინგი გაიმართება, სადაც მე მოგახსენებთ, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით და როგორი ქმედებებით უნდა გავაფორმოთ დე იურე მიღწეული სახალხო გამარჯვება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა დაკავებული თანამდებობა, ქვეყანაში მიმდინარე 11-დღიანი საპროტესტო აქციების შედეგად დატოვა.