ავღანეთში თალიბებმა 4 პოლიციელი მოკლეს

ავღანელ პოლიციელებსა და ისლამური რადიკალური დაჯგუფება “თალიბანის” მებრძოლებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 4 პოლიციელი გარდაიცვალა. რამდენიმე პოლიციელი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევა ავღანეთის აღმოსავლეთით მდებარე სასაზღვრო პროვინცია არეფაში მოხდა. პოლიციის ბლოკპოსტზე მომხდარი შეტაკებისას, ავღანელმა სამართალდამცველებმა 6 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინეს.
ექსპერტების აზრით, ავღანეთში გახშირებული თავდასხმები, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები