სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით კარენ კარაპეტიანი შეასრულებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მთავრობამ პირველი ვიცე-პრემიერის, კარენ კარაპეტიანის მეთაურობით, რიგგარეშე სხდომა ჩაატარა.
გადამდგარი პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ სარგსიანი აღარ ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, კარენ კარაპეტიანი შეასრულებს.
ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა. საპროტესტო აქციები 11 დღის განმავლობაში მიმდინარებდა სომხეთის დედაქალაქში, რაც საბოლოოდ სერჟ სარგსიანის თანამდებობიდან გადადგომით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები