ენიო მორიკონე ქართველ მსმენელს მიმართავს

0

„იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენგანს ზუსტად ერთ თვეში „ბლექ სი არენაზე“ შევხდები!“, – ეს სიტყვები ენიო მორიკონეს ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა კომპოზიტორის იმ ღონისძიებაზე დაპოსტა, რომელიც „ბლექ სი არენაზე“ 19 მაისს გაიმართება.
ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი, ენიო მორიკონე საქართველოს რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ესტუმრება და კონცერტს „ბლექ სი არენაზე“ გამართავს, რომელიც მაესტროს მოღვაწეობის 60–წლიანი იუბილეს ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. ტურნეს ყველა კონცერტი ანშლაგით გაიმართა და მაყურებლის მხრიდან დიდი ოვაციები, ხოლო მედიის მხრიდან – დადებითი შეფასებები მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მაესტრო მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს. შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ ის წარდგება რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი 70–კაციანი შემადგენლობით.
საგულისხმოა, რომ საქართველოში ლეგენდარული კომპოზიტორი პირველად ჩამოდის და მისი კონცერტით „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი საზეიმოდ გაიხსნება.
ბილეთების გაყიდვა დღეს, 20 აპრილს, 09:00 საათიდან tkt.ge-ს საშუალებით დაიწყო.
ბილეთების ფასი 60 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე მერყეობს.

https://www.facebook.com/events/140538120124407/

 

 

კომენტარები

კომენტარი