აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოქალაქეებს 60 ათასამდე სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია

“2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ მოქალაქეებს 59 939 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია”,-ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის 3 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 47 376 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით, პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 12 110 მოქალაქეს და პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 453 შეკითხვას.
“აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ბიუროს ოფისს, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე (032) 2 749 649, მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge ან მოგვწეროს ბიუროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიტიკა, დავების მორიგებით დასრულებაა”,-ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები