რესტორან „მაჭახელაში“ ხანძარი ლიკვიდირებულია
მეიდანზე, რესტორან „მაჭახელაში“ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 170 კვ.მეტრამდე ფართობი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აალება. უსაფრთხოების მიზნით, მეიდნის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით გათიშულია ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
ხანძარი რესტორან „მაჭახელაში“ სამუშაო საათებში შენობის სხვენში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია შენობის მესამე სართული და სახურავი.
მეიდანზე ამ დრომდე ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია. საპატრულო პოლიციას გადაკეტილი აქვს როგორც მეიდნის ტერიტორია, ისე მასთან დამაკავშირებელი ყველა ქუჩა. შეზღუდვა ვრცელდება ქვეითად მოსიარულეებზეც.