მეიდანზე “მაჭახელა” იწვის
ორთაჭალაში, მეიდანზე რესტორანი „მაჭახელა“ იწვის. როგორც „კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი რესტორნის სახურავს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.