გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მიმდინარე წლის 19 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, კონტრაქტორმა ორგანიზაციამ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, ორმოული შეკეთების სამუშაოების წარმოებისას გორის გვირაბი საათნახევრით ჩაკეტა.
კონტრაქტორ ორგანიზაცია შპს “იბოლიასთან“ მიმართებაში მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები აღნიშნული ქმედების გამო.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია და გორის გვირაბში გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.