სემეკმა „ღია კარის დღის“ პროექტი დაიწყო

0

სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა „ღია კარის დღის“ პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს შეხვდა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიმართ მათ პრობლემებს გაეცნო.

პროექტ „ღია კარის“ ფარგლებში სემეკის თავმჯდომარე და წევრები მოქალაქეებს პირადად გაუწევენ კონსულტაციებს  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მათი უფლებების შესახებ  და  კომპანიებთან არსებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც თვლის რომ ირღვევა მისი უფლებები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან.

კომენტარები

კომენტარი