გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყის მდგრადი მართვის საერთაშორისო გამოცდილებაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის სექტორში ევროპული გამოცდილების გაზიარების თემები განიხილეს. შეხვედრა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრაზე ქვეყნისთვის ტყის მონიტორინგის მოდელების შემუშავების საკითხებზე ისაუბრა და პროექტში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობის საკითხის და მათი ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილი ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემების ევროპაში მოქმედი მოდელების გაცნობის მიზნით, უცხოელი ექსპერტების მიერ წარმოდგენილი იყო ლიტვის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და გერმანიის  მაგალითები.

„ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა სატყეო სექტორში გადაწყვეტილებების მიღებისა და ეფექტური დაგეგმარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ტყის მდგრადი მართვის კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, შესაბამისად მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და პროექტში ჩართულ უცხოელ ექსპერტებს თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი,  სლოვაკეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში რუდოლფ მიხალკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამინისტროს სისტემაში შემავალი დარგობრივი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები