ქართველი და ამერიკელი STEM ლიდერების ახალი თაობის ფორმირება

Georgia Compact აყალიბებს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და მათემატიკის (STEM) ქართველი და ამერიკელი ლიდერების ახალ თაობას.

სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან (SDSU) ინოვაციური პარტნიორობის ფარგლებში “მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის (MCC) Georgia Compact აყალიბებს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და მათემატიკის (STEM) ქართველი და ამერიკელი ლიდერების ახალ თაობას.

აღნიშნული პარტნიორობა საქართველოს საუკეთესო და ნიჭიერ ახალგაზრდებს შესაძლებლობას სთავაზობს, მოიპოვონ აშშ ბაკალავრის ხარისხი ისეთ საგნებში, როგორიცაა ქიმია და კომპიუტერული ინჟინერია საკუთარი სამშობლოს დატოვების.

აღნიშნულის შედეგად ახალგაზრდები შეძლებენ, შრომის ბაზარზე თავი დაიმკვიდრონ იმ უნარ-ჩვევებით, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო რეგიონში აშშ-ს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად იქცეს, გახდეს კიდევ უფრო განვითარებული და სტაბილური ქვეყანა.

გაცვლითი პროგრამა საშუალებას აძლევს ამერიკელ სტუდენტებს, ისწავლონ საზღვარგარეთ, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ქართველი სტუდენტები კი SDSU-ს მთავარ კამპუსში, კალიფორნიაში ისწავლიან, რაც მნიშვნელოვანი გლობალური გამოცდილების მიღების გზაა.

2015 წელს პირველკურსელთა პირველი ნაკადის მიღების შემდეგ SDSU-Georgia ფარგლებში ჩარიცხულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამჟამად ჩარიცხულია დაახლოებით 400 სტუდენტი, რომელთა 85%-ს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები შეადგენენ. MCC-ის ინვესტიციები ასევე მხარს უჭერს STEM -ში ქალების მონაწილეობას. კერძო სექტორის დონორები აღიარებენ მაღალკვალიფიციური STEM პროფესიონალების პოტენციურ დადებით ეფექტს მათ ბიზნესზე, სწორედ ამიტომ, მათ მიერ გამოყოფილია 3 მილიონ დოლარზე მეტი სტუდენტთა სტიპენდიებისთვის.

SDSU საქართველოში თანამშრომლობს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან – ამერიკული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით.

აუდიტორიების მოდერნიზებასთან და ტრენინგისთვის საჭირო თანამედროვე ლაბორატორიების შექმნასთან ერთად MCC-ის ინვესტიციები საშუალებას აძლევს პარტნიორი უნივერსიტეტების სამეცნიერო ხარისხის პროგრამებს, მოიპოვონ საერთაშორისო აკრედიტაცია და სერთიფიცირება, რათა ქართველმა სტუდენტებმა მომავალ წლებში კვლავ შეძლონ მაღალი ხარისხის STEM ხარისხებზე წვდომა.

წინამდებარე ინტერვიუში სამი ახალგაზრდა, რომლებიც მონაწილეობდნენ გაცვლით პროგრამაში, საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ გაუხსნა მათ MCC ინვესტიციებმა საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობები. ანი შალამბერიძე ეუფლება ქიმიკოსის სპეციალობას სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში-საქართველოში, რომელიც საზღვარგარეთ, სან-დიეგოში სწავლობდა.

“11-ე კლასში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ,,მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამის“ ფარგლებში ერთი წელი გავატარე ტროიში, ილინოისში. ქიმიის პირველ გაკვეთილზე მასწავლებელმა გვიჩვენა ფერების გარდაქმნის გასართობი ექსპერიმენტი. მე ეს ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე, სპეციალობად ქიმია ამერჩია. როდესაც საქართველოში დავბრუნდი და შევიტყვე, რომ საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტი იხსნებოდა თანამედროვე ლაბორატორიებით და სტუდენტებს ქართველ და ამერიკელ პროფესორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას სთავაზობდა, მივხვდი, რომ ეს ჩემი საუკეთესო შანსი იყო, მეკეთებინა ის ლაბორატორიული სამუშაო, რაც მინდოდა. SDSU-Georgia პროგრამა და ჩემს მიერ მოპოვებული სტიპენდია მრავალ პრობლემას მიხსნიდა.

სან-დიეგოში გაცვლით პროგრამით ყოფნისას ჩვენმა პროფესორებმა მე და სხვა ქართველი სტუდენტები სამეცნიერო კვლევაში ჩაგვრთეს. ჩვენ ამერიკელ მაგისტრანტ სტუდენტებთან ერთად ვმუშაობდით, რომლებიც გვასწავლიდნენ, როგორ ჩაგვეტარებინა სხვადასხვა სახის ქიმიური ექსპერიმენტი უახლესი ტექნიკის გამოყენებით. ყველაფერი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვისწავლეთ, საქართველოში მიგვაქვს, რათა ეს სამეცნიერო კვლევა გავაგრძელოთ და მიღებული უდიდესი გამოცდილება ქიმიის ფაკულტეტის სხვა სტუდენტებსაც გავუზიაროთ.

მე აქტიურ მონაწილეობას ვიღებ STEM-ში კიდევ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდის ჩართვაში. ამჟამად ვმუშაობ STEM ქართულ-ინგლისურ კულინარიულ წიგნზე ბავშვებისთვის, რომელშიც განმარტებულია საჭმლის მომზადების ყოველდღიური პროცესების მეცნიერული ასპექტები, მაგალითად, პურის გამოცხობისას და ა.შ.

ვგეგმავ, სწავლა გავაგრძელო მაგისტრატურაში და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოვიპოვო. მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ლაბორატორიული სამუშაო, ამიტომ, სურვილი მაქვს, მონაწილეობა მივიღო სამეცნიერო კვლევაში და ერთ დღეს რაიმე აღმოჩენაც გავაკეთო. შორეულ მომავალში კი ვიმედოვნებ, საკუთარი კომპანიის დაარსებას შევძლებ.

ამ პროგრამის ფარგლებში შანსი გაქვთ, საკუთარ ქვეყანაში ისწავლოთ და იგივე შესაძლებლობები და ცოდნა მიიღოთ, რასაც საზღვარგარეთ მიიღებდით. კიდევ უფრო მეტი ქართველი გახდება კონკურენტუნარიანი STEM სამუშაოსთვის და წარმატებას მიაღწევს საკუთარ ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ქართველი ახალგაზრდების ამ თაობას ნათელი მომავალი აქვს”,- აცხადებს ანი შალამბერიძე.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები