კასპში ძმამ ძმა დანით მოკლა

კასპში ძმამ ძმა დანით მოკლა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ძმებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც, ერთმა მეორეს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები