ტეილორ ინოუე მთავარი ქიმიკოსი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელმაც განათლება თბილისში მიიღო

ამერიკის უნივერსიტეტში სტუდენტი, რომელიც ქიმიას სწავლობს საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ იგივე კურსზე ბრუნდება.

“გაცვლითმა პროგრამამ საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საშუალება მომცა მიმეღო ცოდნა, რომელიც ჩემთვის უმთავრესი იყო. ჩვენ შევასრულეთ იგივე ექსპერიმენტები, რაც ჩემმა კურსელებმა ძირითად კამპუსში სან დიეგოში და აგრეთვე იგივე დონის სტანდარტებს ვიყენებდით. აღნიშნული გაცვლითი პროგრამის წყალობით მე შევძლებ სწავლის დასრულებას უფრო ადრე, ვიდრე ეს უნდა მომხდარიყო, ვინაიდან საქართველოში ყოფნის დროს მე საგრძნობლად წინ წავედი.

საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ თანამშრომლებს შორის მე არაერთი პროფესორი გავიცანი. სწორედ ეს პროფესორები, რომლებიც ჩემს სწავლა განათლებაში იღებდნენ მონაწილეობას ძალიან ზრუნავდნენ იმაზე, რომ მე როგორც სტუდენტი განვითარებულიყავი და მეგრძნო, რომ შევძლებდი წარმატების მიღწევას, ვინაიდან მე ისეთ ხალხთან მქონდა ურთიერთობა, რომლებიც მუდმივად ამის მოტივაციას მეძლევდნენ. აღნიშნული გაცვლითი პროგრამის მნიშვნელობა ბევრად უფრო დიდი აღმოჩნდა ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი.

ახლა, მე ვფიქრობ სწავლა გავაგრძელო ასპირანტურაში ნიდერლანდებში. ჩემი ოცნებაა მქონდეს ისეთი სამსახური, რომელიც მეყვარება, სავარაუდოდ პირადი ჰიგიენის ქიმიის დარგში, რომელიც კოსმეტიკის, საპნების და სხვა მოვლის საშუალებების შექმნაზე მუშაობს.

საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავი მოუყარა საქართველოს ყველაზე ნათელი გონების მქონე მომავალს. ეს სტუდენტები საკუთარ კარიერას STEM (მეცნიერების, ტექნოლოგიის დარგში, საინჟინრო სფეროსა და მათემატიკაში) დარგს მიუძღვნიან და საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობენ ხელს. და იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროგრამა ამის შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის მჭიდრო კავშირი ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს ყოველივე ნამდვილად გაამყარებს ჩვენ ორ ქვეყანას შორის უკვე არსებულ ურთიერთობებს.”

ლუკა ლომთაძე არის კომპიუტერული ტექნიკის მთავარი სპეციალისტი საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც განათლებას საზღვარგარეთ კერძოდ სან დიეგოში იღებდა.

პროგრამირების სწვალა დავიწყე მე-5-ე კურსზე. ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო მუშაობა 16 წლის ასაკში დავიწყე. ვმუშაობდი პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის მობილური აპლიკაციების შექმნაზე და სხვადასხვა კომპანიებს კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით ვუმარტივებდი ბიზნეს საქმიანობას.

მაღალ კლასებში, მონაწილებას ვიღებდი სხვადასხვა კონკურსებში ინფორმატიკისა და ფიზიკის დარგში, სადაც საქართველოს საერთაშორისო დონეზე წარმოვადგენდი. ახლა მონაწილეობას ჰაკატონში ვიღებ, სადაც გეძლევა 48-72 საათი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შესაქმნელად. ჰაკატონის ფარგლებში ერთერთი ჩემი გამოგონება არის მობილური აპლიკაცია Hero. იგი საქართველოში ხალხს ეხმარება გახდნენ სისხლის დონორები და პირიქით მოიძიონ საკუთარი სისხლის დონორები.

საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის წყალობით, მე დავინახე შესაძლებლობა იმისა, რომ ჩემს ქვეყანაში შემეძლო მიმეღო ამერიკის შეერთებული შტატების სწავლის დონის განათლება, რომელიც ჯერ კიდევ ვითარდება განსაკუთრებით STEM დარგში. ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია კარგად განვითარებული STEM დარგი და უფრო გახსნილი განათლების სისტემა, რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას რეალიზება გაუკეთონ საკუთარ შესაძლებლობებს. მართალია მე ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ, მაგრამ გავდივარ ასპირანტურის კურსს კომპიუტერულ მეცნიერებაში SDSU -ზე, საზღვარგარეთ კერძოდ სან დიეგოში სწავლის დროს. გაცვლითი პროგრამის ყველაზე საუკეთესო ნაწილი არის ამერიკელი პროფესორებისგან საგნების შესწავლა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნამ აგრეთვე ახალი პროფესიონალური შესაძლებლობები გააღვიძა ჩემში.

მაგალითად, ამ ზაფხულს მე გავხდები ფეისბუქის სათაო ოფისის სტაჟიორი მენლოს პარკში, სადაც ფოკუსირებას პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე მოვახდენ.

სამსახურის ძიების დროს, A U.S. დიპლომი არის ერთერთი ყველაზე ძლიერი დოკუმენტი საქართველოში.

და ბოლოს მე ვფიქრობ საინფორმაციო ტექნოლოგიებიდან გადავალ ბიზნეს საქმიანობის წარმოებაში ან შეიძლება პოლიტიკაშიც ვცადო ბედი. მე მსურს გავხდე ერთერთი ის ადამიანი, ვინც ახალ ინოვაციებს შესთავაზებს საქართველოს და ამითი ხელს შევუწყობ ჩემი ქვეყნის განვითარებას და ვიქნები ჩემი ქვეყნის ერთერთი მომავალი ლიდერი.”

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები