თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ხიზამბარელის, ქერჩის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების, ბელიაშვილის და რობაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ბუკიას ბაღის, ზაქარიაძის, კოსტავას, ბერბუკის, ალმასიანის, ალექსიძის, საბურთალოს, ცინცაძის, საირმის, ბახტრიონის, ბალანჩივაძის, იოსებიძის, დოლიძის, ბოლქვაძის, იყალთოს, ახალშენის, ბზვანელის, ჩიქოვანის, ასლანიდის, პანკისის, ქაფიანიძის, ჯანო ბაგრატიონის, კალისტრატე ქუთათელაძის, ედიშერ მაღალაშვილის, ლორთქიფანიძის, გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, ოთარ ჩხეიძის, მარიკა ბარათაშვილის, მიცკევიჩის, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მელიქიშვილის, შანიძის, ჯანაშიას, ხორავას, კეკელიძის, შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის, ჭანტურიას, აბაშიძის და ვირსალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამღებროს ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეუნარგიას ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, რეხის, მონადირის, ისაკიანის, ავშნის, ნიჟარაძის, ნუშის, გუდამაყრის, ხორნაბუჯის და რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლის, ჩარგლის, ჩარხის, ქუთათელაძის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ყვარლის, უშაკოვის, მესხეთის, მთისძირის, ამირეჯიბის, ტოლენჯის, რატილის, ტვიშის, წალენჯიხის, გეზათის, მეტეხის, საინგილოს, ჯორჯ ბუშის, მელაანის და საბანაკოს ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის, საექიმოს და რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები